"დროა, უკრაინა-საქართველომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრებისთვის კონკრეტული წინადადებები მიიღონ"
15/04/2021 13:01:23 პოლიტიკა
"მე სავსებით ვეთანხმები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა, უკრაინა-საქართველომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრებისთვის კონკრეტული წინადადებები მიიღონ", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველა კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
"ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინა და საქართველოს აქვთ ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა მშვიდობის საკითხში”,– წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: რაზე ისაუბრეს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა
უკრაინა აცხადებს, რომ თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრა მიმდინარეობს და აღნიშნულს ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.


