"ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ერთიანია"

15-04-2021 17:44:09 მსოფლიო

"ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ერთიანია", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუბრის დროს ღრმა შეშფოთებით განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების საკითხი. ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაში ერთიანი და მტკიცეა“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: უკრაინა აცხადებს, რომ თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრა მიმდინარეობს და აღნიშნულს ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები