პოლონეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს

15-04-2021 23:50:49 მსოფლიო

პოლონეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი ნოტა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს გადასცა.

დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზად პოლონური მხარე აღნიშნული პირების მიერ დიპლომატიური სტატუსის ბოროტად, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებას ასახელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები