სროლა ინდიანაპოლისში, დაშავდა ათობით ადამიანი

16-04-2021 11:22:39 მსოფლიო

ინდიანაპოლისში, კომპანია „ფედექსის“ შენობაში სროლის შედეგად დაშავებული ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს,– იუწყება „ნიუ იორკ თაიმსი“.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

„ფედექსის“ შენობა ინდიანაპოლისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, სროლის გამო გადაკეტილი იყო ახლოს მდებარე ქუჩები.

დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები