თბილისში, ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

16-04-2021 12:58:41 სამართალი

„კურიერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, მეტროს სადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. საუბარია ბანკის სამ თანამშრომელზე.

როგორც თვითმხილელი ჰყვება

"ხანშიშესული ქალბატონი იყო შიგნით, რომელიც გამოუშვა თავდამსხმელმა, "შუბლზე მომადო იარაღიო", ერთი შეიარაღებული პირია შეჭრილი, აყვანილი ჰყავს ბანკის თანამშრომლები და დაცვა. ბანკის ფილიალი მოქმედია უკვე რა ხანია",– განაცხადა ადგილობრივმა.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფოს დახმარების ჯგუფია მობილიზებული, გაბმულია ყვითელი ლენტი და ახლო ტერიტორიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის მეტროს–სადგური დახურულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები