"შუბლზე დამადო იარაღიო" – რას ყვება თვითმხილველი

16-04-2021 13:44:36 სამართალი

საქართველოს ბანკის ავლაბრის ფილიალში შეჭრილ თავდამსხმელთან პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელთან ერთი მძევალი ერჩება.

"შიგნით [ბანკში – რედ.] იყო მოხუცი ქალი, უთხრა, „გამიშვი, გაკვეთილები მაქვსო“ და გამოუშვა, „მე არ გამოვჩნდები და შენ გადიო“, "შუბლზე დამადო იარაღიო" – შეშინებული იყო. სამი მძევალია ბანკის თანამშრომელი, ხოლო ერთი დაცვა. ძალიან აღელებული იყო და წავიდა. პოლიციასთან არ უსაუბრია",– განაცხადა თვითმხილველმა.

ამ დროისთვის საქართველოს ბანკის ავლაბრის ფილიალთან სამართალდამცვებელი არიან მობილიზებულნი. ცნობილია, რომ ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი, თუმცა ჩვენთვის მისი მოთხოვნები უცნობია. დაკეტილია მეტროს–სადგური ავლაბარი, მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

შსს–ში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოება და ამისთვის შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ.

როგორც ცნობილია, განგაშის სიგნალის ჩართვა ბანკის თანამშრომელმა მოასწრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები