"საქართველოს ბანკზე" თავმდამსხმელი დაკავებულია

16-04-2021 14:15:03 სამართალი

თბილისში, ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, ბანკის ტერიტორიაზე სამართალდამცველები შევიდნენ. სპეც–პერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. აღნიშნული დაადასტურა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

სირაძის თქმით, ბანკის ფილიალში ერთი პირი იყო შეჭრილი, რომელმაც მძევლები აიყვანა. მას მძევლების რაოდენობა არ დაუზუსტებია.

"მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანება არავის მიუღია, ყველა მძევალი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი პოლიციის შესაბამის დანაყოფში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მოთხოვნების და სხვა დეტალების თაობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. გავაკეთებთ დამატებით კომენტარს",– განაცხადა სირაძემ.

ოპერაცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, მძევლად ხუთი პირი იყო აყვანილი, მათ შორის, ერთი დაცვის თანამშრომელი, სამი მოლარე–ოპერატორი და ერთი მომხმარებელი. განგაშის სიგნალის ჩართვა ოპერატორმა მოასწრო.

„კურიერის“ ინფორმაციით, ავალბარში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი სავარაუდოდ, შეიარაღებულ იყო პნევმატური იარაღით, რომელიც მან იქვე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა. ამასთან, იგი სავარაუდოდ, ზუგდიდიდან იყო ჩამოსული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები