გიორგი მუმლაძეს 3 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
16/04/2021 12:36:34 სამართალი
გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მუმლაძე თანხის გადახდამდე საპატიმროში რჩება. გირაოს თანხას სამოქალაქო აქტივისტები შეაგროვებენ. ჩარიცხვები უკვე დაიწყო.
- საქართველოს ბანკი: #GE51BG0000000101305140 მიმღები: იგორ ნარმანია
- თიბისი ბანკი: #GE85TB7981236515100033 მიმღები: ალიკა კუპრავა
პროკურატურა 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე თავდებით გათავისუფლებას.
შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს. მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.


