ლევან დავითაშვილი: „უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას”

16-04-2021 18:46:32 ეკონომიკა ,რეკლამა

„უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„თხილის ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ მარკეტინგული წლის განმავლობაში, 100 მლნ დოლარი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტის მოცულობა. უკვე ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, როდესაც თხილი იკავებს წამყვან პოზიციას. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამოწვევების დაძლევასთან, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანას, სხვა დაავადებებს, ცოდნაზე წვდომას და რაზეც სამინისტრო ასოციაციასთან ერთად მუშაობს. 2020 წლის სეზონი ძალიან დიდი მოტივაციის მიმცემი იყო ფერმერებისთვის. ხარისხიან პროდუქციაზე ანაზღაურება იყო ღირსეული. 2021 წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს საქსტატმა 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები