მერკელმა, მაკრონმა და ზელენსკიმ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს

16-04-2021 23:05:53 მსოფლიო

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ ზელენსკიმ, ასევე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწოდეს სიტუაციის განმუხტვის მიზნით უკრაინის საზღვრიდან დამატებითი ჯარები გაიყვანოს.

სამი ქვეყნის ლიდერმა ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთსა და უკრაინა-რუსეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ძალების ზრდის გამო. გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

ზელენსკი 16 აპრილს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა, შეხვედრაში ვიდეოჩართვის საშუალებით მონაწიელობდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები