იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

17-04-2021 00:05:03 მსოფლიო

26 აპრილიდან იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ– მინისტრმა მარიო დრაგიმ გააკეთა.

მისი თქმით, ბარებსა და რესტორნებს უფლება ექნებათ, მოემსახურონ კლიენტებს ღია სივრცეებში.

ამასთან, ყველა მოსწავლე "ყვითელ" და "ნარინჯისფერ" რეგიონებში სასწავლო პროცესს საკალასო ოთახებში განაგრძობენ, ხოლო უფრო მაღალი რისკის მქონე – "წითელ" რეგიონებში მოსწავლეებისთვის კვლავ ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება.

პრემიერის თქმით, 15 მაისიდან საცურაო აუზების გაიხსნება, ხოლო 1 ივნისიდან – სპორტული დარბაზები.

ამასთან, მან მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსმა დაახლოებით 116 000 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები