Accentnews.ge
GIP:"საქართველოს მთავრობას  რეგიონში განვითარებულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე უფრო აქტიური რეაგირება მართებს"

GIP:"საქართველოს მთავრობას  რეგიონში განვითარებულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე უფრო აქტიური რეაგირება მართებს"

17/04/2021 10:59:32 კონფლიქტები

"მმართველ პარტიას მართებს, რეგიონში შექმნილი ახალი რეალობიდან მომდინარე რისკებისა და შესაძლებლობების კრიტიკული გაანალიზება და მათზე შესაბამისი რეაგირება, მათ შორის თავდაცვის, რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკის სფეროებში" - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანგარიშში, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას ასახავს.

"საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვისთვის განსაკუთრებული მდგომარეობა შექმნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა, რომელიც, შედეგად, რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელების წარმომადგენლობის გაზრდით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით მოახერხა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება აღნიშნული კონფლიქტის მიმდინარეობისას, პოსტკონფლიქტური გეოპოლიტიკური სიტუაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს თბილისის მხრიდან. ეს საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა თანამშრომლობის გაფართოებული, ე.წ. 3+3 ფორმატი, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამი ქვეყანა - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო - დაინტერესებულ დიდ მოთამაშეებთან - რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან ერთად - უნდა ჩაერთონ ერთობლივ თანამშრომლობით და მშვიდობის აღდგენაზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებში. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, გააქტიურებული ვიზიტები ხსენებულ ქვეყნებს შორის: იანვარში საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო შემდეგ თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი (მოსკოვთან, ბაქოსთან, ერევანთან და ანკარასთან ერთად). დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი მოადგილის ვიზიტი თურქეთში. საქართველოს მთავრობას რუსეთთან ერთად ნებისმიერ რეგიონულ პლატფორმაში მონაწილეობის შესახებ უარი აქვს გაცხადებული, რის შესახებაც, თავის მხრივ, თურქეთმაც დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება" - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ "საქართველოს მთავრობას მართებს უფრო აქტიური რეაგირება რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, მათ შორის, ყარაბაღის ომის შედეგებზე და რუსეთის გაზრდილ როლზე".

"აღნიშნულმა ცვლილებებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას როგორც საქართველოს უსაფრთხოებას, ისე მის ეკონომიკურ და სატრანსპორტო როლს რეგიონში" - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S