"ქართული ოცნება" შეხვედრას არ დაესწრო, მხოლოდ SMS-ით შეატყობინეს მასპინძელს"
18/04/2021 17:34:39 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო.
"დღევანდელ დღეს დავარქვი შეთანხმების დღე, თუმცა შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. "ქართულმა ოცნებამ" არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, ისინი არ გამოცხადნენ ამ შეხვედრაზე და მხოლოდ SMS-ით შეატყობინეს, როგორც ვიცი, ჩვენს მასპინძელს. საოცარი მიდგომაა, სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი ქმედება არის შოკისმომგვრელი", - განაცხადა ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროცესში მონაწილეობა "ქართული ოცნების" ლიდერებსაც უნდა მიეღოთ, თუმცა ისინი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არ მისულან.
იხილეთ ასევე: რა წერია შარლ მიშელის მიერ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში


