Accentnews.ge
ლაგოდეხის სოფელ კაბალში მამაკაცი პოლიციელს ნაჯახით გაუსწორდა

ლაგოდეხის სოფელ კაბალში მამაკაცი პოლიციელს ნაჯახით გაუსწორდა

19/04/2021 06:15:54 სამართალი

ლაგოდეხის სოფელ კაბალში 40 წლის კაცი პოლიციელს ნაჯახით გაუსწორდა

ქამილ ნამაზოვმა დაზიანება სამართალდამცველს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ. დაჭრამდე ნამაზოვების ოჯახის წევრებმა პოლიციაში შვილის დაკავების თხოვნით დარეკეს, რადგან ის აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.

სწორედ მაშინ მოხდა შემთხვევაც. პოლიციელი კლინიკაშია გადაიყვანეს, ნამაზოვის დასაკავებლად კი პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.

იგი აგრესიული იყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე სხვა მოქალაქეების მიმართაც. ნამაზოვები ექიმს დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ სამედიცინო ჩარევა მომავალ კვირაში იყო დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის 1- ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S