გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა
19/04/2021 07:15:29 სამართალი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც მოკლულის ახლობლები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


