ადვოკატი: "ნიკა მელიას ამნისტიის საკითხზე აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს"
19/04/2021 10:00:08 სამართალი
"ნიკა მელიას ამნისტიის საკითხზე აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს", – ამის შესახებ ენმ–ის ლიდერის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.
„მისი პოზიცია არის ცნობილი. მას აქვს აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება ამნისტიის საკითხთან, სადაც გამოდის, რომ ერთ პლატფორმაზე უნდა განიხილებოდნენ ახალგაზრდები, ვისაც მიაყენეს არაერთი დაზიანება, დათხარეს თვალები და ამ კანონით გამოდის, რომ მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები, რომლებსაც პასუხი არ უგიათ დანაშაულზე, უნდა გათავისუფლდნენ და ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას მათსა და ამ ახალგაზრდებს შორის. გირაოზე კიდევ ერთხელ ვამბობთ - მელია არის უკანონო პატიმრობაში და ეს გამოყენებულია ხელისუფლების მიერ ვაჭრობის თემად. სხვა თემებზე გავივლით მასთან და შემდეგ მოგახსენებთ", - აცხადებს კონდახაშვილი.
18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
ახალ წინადადებაში, მათ შორის, აღნიშნულია:
- პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.
- 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.


