
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
19/04/2021 12:15:50 რეგიონები, რეკლამა
დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანეძესთან ერთად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მახოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს დამატებითი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები. მოეწყობა საშხაპეები და გასახდელები.შენობის ფასადი თანამედროვე დიზაინით არის შექმნილი.შენობა სრულად არის ადაპტირებული.მიმდინარეობს გეგელიძეების სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.პირველ ეტაპზე განხორციელდა სახურავის, ფასადის და ეზოს რეაბილიტაცია.დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.შენობაში მოეწყო სველიწერტილები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
მეორე ეტაპზე გაგრძელდება შენობის შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები.ასევე, ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს მზის კოლექტორების მონტაჟი. სულ აჭარაში 2021 წელს განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო 40-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე სკოლები აღიჭურვება სხვადასხვა ინვენტარით: მერხები, სკამები, ლაბორატორიები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სპორტული ინვენტარი. რისთვისაც ჯამში 13 მლნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული ბიუჯეტში.