Accentnews.ge
„მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი ცდილობს, რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას“

„მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი ცდილობს, რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას“

19/04/2021 16:08:27 კავკასია

საქართველოსა და რეგიონთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და მთავარ საფრთხედ კვლავ მისი ექსპანსიური პოლიტიკა რჩება,– ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2020 წლის ანგარიშში, რომელშიც რეგიონში განვითარებული მოვლენების უსაფრთხოებაზე გავლენას მიმოიხილავს.

ამ კონტექსტში სუს–ი ყარაბაღის მეორე ომს განსაკუთრებით რთულ გამოწვევას აფასებს და აღნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით რუსეთი ცდილობს, რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე:

„კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დაინტერესებული ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიმართულებით. აღნიშნული ჯგუფები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს შორის ვითარების დაძაბვას, კონკრეტული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კონფლიქტის გადმოტანას და იქ არსებული მშვიდობიანი გარემოს დაზიანებას.

ამასთანავე, მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება. დესტრუქციული პროცესების ხელშესაწყობად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაციები მიმდინარე მოვლენებში საქართველოს სხვადასხვა ფორმით ჩართულობის შესახებ. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთ ძირითად მიზანს საქართველოს, როგორც რომელიმე დაპირისპირებული მხარის მხარდამჭერ ქვეყნად წარმოჩენა წარმოადგენდა, რისთვისაც აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა მედია და ინტერნეტსაშუალებას“.

სუს–ი აღნიშნავს, რომ მას მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან, პერმანენტულად მიმდინარეობდა ოპერატიული ვითარების კონტროლი და ცალკეულ პროცესებში მონაწილე პირებისა თუ ჯგუფების გამოვლენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S