Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ

სალომე სამადაშვილი შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ

19/04/2021 19:21:09 პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ. საკითხზე “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭო იმსჯელებს, –ამის შესახებ ენმ–ის წევრმა გიორგი ბარამიძემ “რუსთავი 2”-ის ეთაერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი “ნაცმოძრაობიდან” ერთადერთი იყო, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ხელმოწერისას ის პარტიას არ წარმოადგენდა.

„ის ადამიანები, რომლებმაც დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, პარლამენტში მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად. ამნისტიის კანონის თანახმად ჩვენ მივიღებთ, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმროდან და ამის შემდეგ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მორაობაც“ დანარჩენ ოპოზიციას შემოუერთდება პარლამენტში.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პარლამენტში საქმიანობა ჯერ არ დაგვიწყია: დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას აქვს პირობები, ეს პირობები უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და მე რამდენადაც მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული დეპუტაციით მალე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი“,– განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ამ ეტაპზე მხოლოდ ენმ და „ევროპული საქართველო“ არ აწერენ ხელს.

იხილეთ ასევე: „ტალახის სროლა არ გაუვათ! ვიღებ პაუზას“ – სამადაშვილი თანაპარტიელებს პასუხობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S