შეიარაღებული ინციდენტი თბილისში – დაზარალებული და სავარაუდო თავდამსხმელი ჰოსპიტალიზებულები არიან
20/04/2021 07:11:50 სამართალი
თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.
ადგილობრივების ცნობით, თავდამსხმელი "გლოვოს" მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოახდინა გასროლა. ამის შემდეგ მასსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა.
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დაჭრილი და სავარაუდო თავდამსხმელი ჰოსპიტალიზებულები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაზარალებული კრიმინალური ავტორიტეტია და მასზე თავდასხმა წარსულშიც განხორციელდა.


