Accentnews.ge
რა მექანიზმები არსებობს პატიმრობიდან ნიკა მელიას გასათავისუფლებლად

რა მექანიზმები არსებობს პატიმრობიდან ნიკა მელიას გასათავისუფლებლად

20/04/2021 08:56:16 პოლიტიკა, სამართალი

ამ დროისტვის ერთ–ერთი აქტუალური კითხვაა, რა მექანიზმები არსებობს პატიმრობიდან ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, მით უფრო, რომ როგორც ცნობილია, იგი გირაოს გადახდას არ აპირებს და არც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტს ეთანხმება, ფიქრობს, რა, რომ დაზარალებულებსა და უფლებამოსილების გადამმეტებელ სამართალდამცველებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა დაუშვებელია. ამასთან, ენმ–ში აცხადებენ, რომ თუ პარტიის თავმჯდომარე პატიმრობიდან უპირობოდ არ გათავისუფლდება, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

როგორც ცნობილია, დღეს მელიასთან მისი ერთ–ერთი უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი იმყოფებოდა და სავარაუდოდ, მათ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს, თუმცა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავა.

მელიას კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი კი პროკურატურის ხელთ არსებულ მექანიზმებზე საუბრობს:

  • ბრალდებამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს;
  • პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვას საჯარო ინტერესის ტესტის გამოყენებით.

„პროკურატურასნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და გაათავისუფლოს ნიკა მელია პატიმრობიდან, თუმცა მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლება საკითხს ვერ გადაწყვეტს, საქმეს წერტილი უნდა დაესვას და ამისთვის არის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის შემთხვევაში. ასევე არსებობს ამნისტიის კანონი, რომელიც ინიცირების შედეგად არა კონკრეტულად პირები, არამედ გარკვეული დანაშაულებები მოხვდებიან ამნისტიის კანონის ქვეშ, თუმცა ნიკა მელიას ამნისტიის პროექტთან მიმართებაში ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს“,– განაცხადა ადვოკატმა.

თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტით შეთავაზებული დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ჯერ გირაო უნდა გადაიხადოს და ამის შემდეგ მოხდება ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება:

„ჩვენთვის ნიკა მელიას 40 000–ლარიანი გირაო არაფერს წარმოადგენს. აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე და გაგებაზე იმისა, რომ როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხარ, კანონის დარღვევის მოწოდებას არ უნდა აკეთებდე შენი საზოგადოების მიმართ. ეს არის მთავარი, თორემ პოლიტიკური ამნისტიის აქტის გამოცემა მოხდება“.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, ამნისტია პირის ავტომატურად გათავისუფლებას არ გულისხმობს:

„თუ პირი წინააღმდეგია ამნისტიის, შეუძლია, არ მიიღოს, იყოს ციხეში, დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტოლებას და გადაწყვეტილების შემდეგ გამოვიდეს ან დარჩეს ციხეში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S