Accentnews.ge
აპატურაი: "შავი ზღვა არა მხოლოდ მტკიცედ დგას NATO–ს დღის წესრიგში, არამედ ეს უფრო ცენტრალური საკითხია"

აპატურაი: "შავი ზღვა არა მხოლოდ მტკიცედ დგას NATO–ს დღის წესრიგში, არამედ ეს უფრო ცენტრალური საკითხია"

20/04/2021 13:24:07 თავდაცვა

"შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ შავი ზღვა არა მხოლოდ მტკიცედ დგას NATO–ს დღის წესრიგში, არამედ ეს უფრო ცენტრალური საკითხია", – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის ნაწილი ძლიერ მილიტარიზებულ ზონად გადააქცია და რუსული ძალების თავმოყრა არა მხოლოდ შავ ზღვაში ხდება.

ამასთან, აპატურაიმ აღნიშნა, რომ ალიანსისათვის მნიშვნელოვანია მოკავშირეებისა და პარტნიორების დაცვა და განაცხადა, რომ NATO ცდილობს, უზრუნველყოს უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ალიანსის მოკავშირეები, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში მდებარეობენ და დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს – უკრაინას და საქართველოს რათა შიდა უსაფრთხოება იყოს მეტად უზრუნველყოფილი. ჩვენ გავაძლიერეთ ალიანსის წარმოდგენილობა ზღვაზე, ხმელეთსა, ჰაერში. რუმინეთში გვყავს მრავალეროვნული ბრიგადა, შავი ზღვის მიმართულებით ხომალდებს გზავნიან ბრიტანეთ, აშშ. კანადამ, აშშ–მა, იტალიამ და ესპანეთმა გამოყო დამატებითი საჰაერო ხომალდები ბულგარეთისა და რუმინეთისთვის. სამხედრო პატრულირების ხომალდები მუშაობენ თურქეთიდან. ცოტა ხნის წინ ფოთს ალიანსის გემები ეწვია. ვცდილობთ, უზრუნველვყოთ უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინისთვის. საქართველოს შემთხვევაში ეს მოიცავს უფრო მეტ წვრთნებს სანაპიროს დაცვისთვის და სიტუაციური ცნობადობის ამაღლებას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით. საქართვეოსაც და უკრაინასაც ვუცხადებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას. შესაბამისად ხორციელდება ბევრი მაღალი დონის ვიზიტები და იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ ასეთი მაღალი დონის ჩართულობას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S