"პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია"
20/04/2021 15:32:08 სამართალი
"ჩემი რეკომენდაციაა, პროკურატურამ რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს ნიკა მელია", –ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ განაცხადა.
"პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს გადახდის გარეშეცაა ეს შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილება მას ძალიან თავისუფლად შეუძლია. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რაც შეიძლება დროზე მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერ გეტყვით რა გეგმები აქვს ხელისუფლებას და პროკურატურას", -აცხადებს ლომჯარია.


