საბერძნეთის პოლიციამ კორონავირუსის ტესტის პასუხების გაყალბების ბრალდებით ქართველები დააკავა
20/04/2021 17:29:41 სამართალი
საბერძნეთის პოლიციამ კორონავირუსის ტესტის პასუხების გაყალბების ბრალდებით რამდენიმე პირი, მათ შორის, 3 ქართველი ქალი დააკავა. ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულები აღნიშნულ ცნობებს იმ პირებზე ასაღებდნენ, რომლებსაც საავადმყოფოებში მომვლელებად მუშაობა სურდათ.
“ფაქტი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა მედდამ საავადმყოფოს ადმინისტრაციას წარუდგინა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი, თუმცა თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ის ყალბი იყო. მიაკვლიეს ქართველს, რომელიც ამ მოწმობებს გასცემდა. წინასწარი გამოძიებით, მან აღიარა, რომ უცხოელებზე უკვე გაყიდა 50 ასეთი ცნობა, თითო 10 ევროდ”, - წერს ბერძნული მედია.
საქმე აღძრულია დოკუმენტაციის გაყალბებისა და დაავადების გავრცელების პრევენციული ზომების დარღვევის გამო. დაკავებულები ქალაქ პირეოსის პროკურატურაში არიან გადაყვანილი.


