Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა

21/04/2021 06:24:47 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა. კერძოდ 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 5 236 922 შემთხვევა გამოვლინდა.

ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევები ყველა რეგიონში გაიზარდა. გამონაკლისი მხოლოდ ევროპა იყო, სადაც ინფიცირების შემთხვევების 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ აზიის ქვეყნებშია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების 143 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა სამ მილიონზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S