Accentnews.ge
WarGonzo: "ასლან ბჟანია მოსკოვში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა"

WarGonzo: "ასლან ბჟანია მოსკოვში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა"

21/04/2021 10:18:30 კონფლიქტები

რევანშისტულად განწყობილი აფხაზური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი რუსული პროექტი "WarGonzo" აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას "ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრის" შესახებ იუწყებიან.

WarGonzo-ს მტკიცებით, მოსკოვში მყოფი ბჟანია გავლენიან ქართველ მეწარმეებს ერთ-ერთ რესტორანში "თბილ გარემოში" შეხვდა.

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

"აქცენტი" ამ ინფორმაციის გადამოწმებასა და დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ რევანშისტულად განწყობილი აფხაზური ოპოზიცია მარტის შუა რიცხვებისთვის აფხაზეთში შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. ამაში მას ბჟანიას ყოფილი მრჩეველი - "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი" ახრა ავიძბა ეხმარებოდა თავის დონბასელ ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც მაშინ დიდი რაოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დონბასელები შემდგომში გაათავისუფლეს, ხოლო ახრა ავიძბა ამ დრომდე საპატიმროში იმყოფება.

პირველი დღეებიდანვე ავიძბას აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცნობილ პროექტ "რუსული სამყაროს" სხვადასხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის - პროექტ WarGonzo-ს წევრებმა, რომლებიც "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უკანონოდ დაკავებული გმირის ციხიდან დაუყოვლებლივ გათავისუფლებას" მოითხოვენ, აფხაზეთის მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას კი "აფხაზეთის ღალატში" ადანაშაულებენ და ამისთვის, მათ შორის, "ქართულ თემას" იყენებენ.

ნათელია, რომ ბოო პერიოდში ოუპაციიდან უკვე ანექსიაზე გადასული რუსეთის ინტერესშია, ძირშივე ჩაკლას სოხუმსა და თბილისს შორის სავჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბების მცდელობები, რომლებსაც ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე არაერთგზის ღიად დაუჭირა მხარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S