რუსთავში დაკარგული 13 წლის გოგო იპოვეს

21-04-2021 20:18:25 სამართალი

რუსთავში დღეს დილით დაკარგული გოგონა იპოვეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი XII მიკრორაიონის მიმდებარედ, საცურაო აუზ „არენას“ ტერიტორიაზე ნახეს. არასრულწლოვანი ამჟამად უკვე სახლშია.

ცნობისთვის, 13 წლის გოგო სახლიდან დილით გავიდა. მოგვიანებით, მშობლებმა მედიასა და პოლიციას მიმართეს და შვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები