მოზარდი ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

21-04-2021 20:28:13 სამართალი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში 14 წლის გოგონა საკუთარი ბებიის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, მოზარდმა ბებიას რამდენიმე დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა. მომხდარიდან მალევე ბავშვი პოლიციამ დააკავა. თავად ხანში სესული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა ბებიისა და მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ოჯახში მომხდარი კონფლიქტი.

80 წლის ბებია ამბობს, რომ მოზარდის აგრესიული ქცევა მისი დედის ალკოჰოლდამოკიდებულებით არის გამოწვეული. დაზარალებული ბებიის თქმით, ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახური კონფლიქტების გამო აქვს. ბებია არ აკონკრეტებს, ვინ გამოიძახა ადგილზე პოლიცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები