Accentnews.ge
რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

16/07/2019 07:58:12 სხვა, მსოფლიო

რუსეთში, კერძოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მსხვერპლი არ  არის.

ავიაკატასტროფა ჩეჩნეთის შელკოვის რაიონის დაბა ნოვო-შჩედრინოს მიდამოებში მოხდა. მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავდა პილოტი და სახლის სამი მცხოვრები. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S