საკონსტიტუციომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე საქმის განხილვა გადადო
22/04/2021 09:30:45 სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ სამი დეპუტატის ელენე ხოშტარიას, თამარ კორძაიასა და ზურა ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მსჯელობა გადადო. შესაბამისი შუამდგომლობით პლენუმს თამარ კორძაიამ დღეს მიმართა და პროცესისი 2 კვირით გადადება ითხოვა.
ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ითხოვდნენ, რომ მათი საკითხის განხილვა გაგრძელებულიყო, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან საჩივარი ერთი შინაარსისაა განხილვა გადაედო.
უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის იმსჯელებს საკონსტიტუციო აღნიშნულ საკითხზე.
ზურა ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო, როცა მათი მოთხოვნის მიუხედავად მანდატები არ გააუქმა.


