Accentnews.ge
საქალაქო სასამართლო გოგი წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს

საქალაქო სასამართლო გოგი წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს

22/04/2021 14:53:23 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულ გიორგი (გოგი) წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და მათ "დეზინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს".

სასამართლო განმარტავს, რომ სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით დანაშაულის შესაძლო ჩადენისთვის სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გასულ წლებშიც პატიმრობა გამოიყენა.

"მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმა – პატიმრობა არასდროს გამოყენებულა.

2019-2021 წლებში აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა შვიდი შუამდგომლობა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე ექვს შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო სისხლის სამართლის ერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

დღეს, 22 აპრილს 20-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობრივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S