Accentnews.ge
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც არასრულწლოვანებს მოწყალების თხოვნით ფულის შეგროვებას აიძულებდა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც არასრულწლოვანებს მოწყალების თხოვნით ფულის შეგროვებას აიძულებდა

23/04/2021 06:48:59 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1975 წელს დაბადებული დ.კ. არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა ცოლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით - იგი მათ მოწყალების თხოვნისა და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S