"ინტერპოლმა" 21 წლის გოგი დოლიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
23/04/2021 07:52:51 სამართალი
"ინტერპოლმა" საქართველოს მოქალაქეზე, 21 წლის გოგი დოლიძეზე საერთაშორისო ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოაცხადა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე 2017 წელს გაუჩინარდა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში გაემგზავრა და მისი კვალი სწორედ იქ გაქრა.


