Accentnews.ge
სასამართლომ ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

სასამართლომ ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

23/04/2021 10:37:08 სამართალი

Tbilisi Pride-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორგანიზაციის თანამშრომელზე და მის ლესბოსელ პარტნიორზე თავდამსხმელი სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ორგანიზაციამ 20 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლესბოსელ წყვილს მათივე მეზობელი ჰომოფობიურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაესხა თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოპყრობის გარდა, მათ დასაკეცი დანით ემუქრებოდა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი თანამშრომელი ჰომოფობიური თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც სავარაუდო დამნაშავემ შეიტყო, რომ ის თბილისი პრაიდში მუშაობდა.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) იძიებს. Tbilisi Pride მოითხოვს, რომ სამართალდამცველებმა საქმეში სიძულვილის მოტივი გამოკვეთონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S