მოზარდი, რომელიც 3 დღის განმავლობში დაკარგული იყო, შინ დაბრუნებაზე უარს ამბობს
23/04/2021 12:46:54 სამართალი
17 წლის მოზარდი, რომელიც 3 დღის განმავლობში დაკარგული იყო, შინ დაბრუნებაზე უარს ამბობს და იგი სახელმწიფოს შესაბამის სერვისში მოათავსეს.
პოლიციის მომართვის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან დაკარგული და სამი დღის წინ ნაპოვნი არასრულწლოვნის მამა და კლასელები ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის მ.ბ.–ის მამა სამართალდამცველების ინტერესის ობიექტი სავარაუდოდ, მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა მამის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო ჩვენება ყვება, რომ მამისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე მამამ მას ტელეფონი დაუმტვრია.
გოგოს დედა ჟურნალისტებთან ოჯახში ძალადობას უარყოფს.
"გამორიცხულია, არაფერი ძალადობა ოჯახში არ ყოფილა, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს. არ ვიცი მეტი არაფერი", - თქვა დედამ.


