Accentnews.ge
კადეტთა ლიცეუმის ბიბლიოთეკას ოცდაათამდე დასახელების, ქართველი და უცხოელი ავტორების მხატვრული ლიტერატურა გადასცეს

კადეტთა ლიცეუმის ბიბლიოთეკას ოცდაათამდე დასახელების, ქართველი და უცხოელი ავტორების მხატვრული ლიტერატურა გადასცეს

23/04/2021 16:31:47 თავდაცვა, რეკლამა

23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ლიცეუმის თანამშრომლებმა ლიცეუმის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მხატვრული ლიტერატურით გაამდიდრეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უფროსმა სერჟანტმა ლაშა ბანძავამ და ქალბატონმა ანა კობახიძემ ლიცეუმის ბიბლიოთეკას ოცდაათამდე დასახელების, ქართველი და უცხოელი ავტორების მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. მათ ამ ქმედებით ერთგვარი გამოწვევა გაუგზავნეს თავიანთ კოლეგებს. ბიბლიოთეკარმა ეკატერინე ლოსაბერიძემ კადეტებს წიგნის დღე მიულოცა და ეს სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა.

„გილოცავთ, კადეტებო, წიგნის დღეს. ეს დღე დაარსდა იმისათის, რომ მოხდეს წიგნის პოპულარიზაცია და გაიზარდოს წიგნიერების დონე. სწორედ ამ მნიშვნელოვანი წამოწყების გამოხმაურებაა ჩვენი თანამშრომლების ქმედება. ვიმედოვნებ, რომ მათი ეს ქმედება ერთგვარი გამოწვევა იქნება როგორც ჩემთვის, ასევე, ჩემი კოლეგებისთვის“- აღნიშნა ლიცეუმის ბიბლიოთეკარმა ეკატერინე ლოსაბერიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S