Accentnews.ge
ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ერევნის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა

ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ერევნის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა

25/04/2021 07:05:13 კავკასია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ერევნის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა. გვიან ღამე ასობით ადამიანი სომხეთის დედაქალაქში გამოვიდა.

აქციის მონაწილეები ჯო ბაიდენის განცხადებას მიესალმებიან, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდს უწოდებს.

სომხური დიასპორის წარმომადგენლლებმა დემონსტრაცია გამართეს აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესშიც.

„აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება არის საერთაშორისო საზოგადოებისადმი აუცილებელი გზავნილი, რომელიც ადასტურებს ადამიანის უფლებების პრიორიტეტს და საერთაშორისო ურთიერთობებში ღირებულებებს. ამ თვალსაზრისით, ეს არის შთამაგონებელი და იმედისმომცემი მაგალითი ყველასთვის, ვისაც სურს სამართლიანი და ტოლერანტული საერთაშორისო საზოგადოების შენება“, – აცხადებს სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S