Accentnews.ge
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა

25/04/2021 11:41:51 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა.

ამის შესახებ მან დღეს გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ივნისში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე გააგრძელებს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და ის კენჭს, როგორც კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„მე თანამდებობას ვტოვებ მოქალაქის დღეს, ეს არის იმის სიმბოლო, რომ ჩვენ ვუბრუნებთ ხალხს ძალაუფლებას, რომელიც ხალხისგანვე მივიღეთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს არის დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S