Accentnews.ge
სალხინოს მონასტერში მომხდარი დაპირისპირების ფიგურანტები მარტვილის პოლიციაში გამოკითხეს

სალხინოს მონასტერში მომხდარი დაპირისპირების ფიგურანტები მარტვილის პოლიციაში გამოკითხეს

26/04/2021 06:19:13 სამართალი

სალხინოს მონასტერში დაპირისპირების მონაწილე 10-მდე პირი მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. მათ შორის იყო ნაცემი მამა ანანია კალანდიაც, რომელსაც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა სცემეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობს.

25 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე წირვა სალხინოს მამათა მონასტერში ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ეკლესიის ეზოში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბნენ როგორც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერები, ისე მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მრევლი როგორც ჭყონდიდის, ისე სხვა ეპარქიებიდან.

ერთმანეთს სწორედ მეუფე სტეფანესა და ჭყონდიდის გადაყენებული მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S