Accentnews.ge
„დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან“ – დედა აღმზრდელს 3 წლამდე ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

„დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან“ – დედა აღმზრდელს 3 წლამდე ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

26/04/2021 08:03:58 სამართალი

თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში სავარაუდო ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ბავშვის დედამ "ფორმულას" უამბო, ძალადობას წინ მცირეწლოვნის მიერ საკვების მოთხოვნა უძღოდა.

"ფიზიკური ძალადობა იყო: შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან". - ამბობს დედა "ფორმულასთან.

ბაღის დირექტორი მანანა ყავლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია:

"საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S