
ბიბილოვი: „აღიარება ჯაჭვური პროცესია და მას ვერაფერი შეაჩერებს“
26/02/2019 10:55:26 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის მტკიცებით, „სირიასა და სამხრეთ ოსეთში დიპწარმომადგენლობების გახსნას უკვე 2019 წელს უნდა ველოდოთ“.
ამასთან, როგორც ბიბილოვმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უკვე აღიარებულია, ამღიარებელი ქვეყნების რაოდენობის გამო კი აღიარება არც ბევრდება და არც ცოტავდება“.
„ბევრი ამბობდა, რომ სამხრეთ ოსეთს მეტი აღარავინ აღიარებდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ გასულ წელს ეს სირიამ გააკეთა. აღიარების საკითხი – ეს ჯაჭვია: თუ ერთმა ქვეყანამ აღიარა, მისი მოკავშირეებიც აღიარებენ და ეს პროცესი არ შეჩერდება. რამდენი დრო დასჭირდება ამას –5, 7 თუ 10 წელი – ეს უმნიშვნელოა, მთავარია, რომ პროცესი მიდის“,– დსძინა ბიბილოვმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021