პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
27/04/2021 13:12:31 სამართალი
პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელარუსი–პოლონეთის საზღვარზე 10 არალეგალი მიგრანტი დააკავეს. დაკავებულთა შორის ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ოთხი ბავშვი იყო. მათგან ექვსი რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური ჩეჩენი გალხდათ, ხოლო დანარჩენები აზერბაიჯანის მოქალაქეები.
როგორც ირკვევა, ასევე დააკავეს არალეგალური არხის ორი ორგანიზატორი – საქართველოს მოქალაქე და ერთი დამხმარე, ასევე საქართველოს მოქალაქე.
როგორც მედია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, არალეგალი მიგრანტები უცხოელთა დაცულ ცენტრებში გადაიყვანეს, ორგანიზატორები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებისთვის.
არსებული ინფორმაციით, თანაშემწემ დანაშაული აღიარა და მას ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.


