Accentnews.ge
რუსი სამხედროების მანქანა მთიან ყარაბაღში ნაღმზე აფეთქდა

რუსი სამხედროების მანქანა მთიან ყარაბაღში ნაღმზე აფეთქდა

27/04/2021 14:13:54 კავკასია

მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანქანა ნაღმზე აფეთქდა. სედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა,– იუწყება „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეს–მდივან უნან ტადევოსიანზე დაყრდნობით.

ინციდენტი 25 აპრილს მოხდა. დაჭრილი სამხედროები ჰოსპიტალიზებული არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთიან ყარაბაღში უკანასკნელმა სამხედრო მოქმედებებმა 2020 წლის 27 სექტემბერს იფეთქა და 9 ნოემბრამდე გრძელდებოდა. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ.

შეთანხმების თანახმად, რეგიონში განლაგდა რუსეთის სამშვიდობო ძალების 2000-კაციანი სამხედრო კონტინგენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S