მედია: ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით სტრასბურგში საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს
27/04/2021 19:46:57 სამართალი
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს,– იუწყება მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით.
ჯამში დაკავებულია 28-დან 48 წლამდე ასაკის შვიდი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერორიზმის დაფინანსებაში.
მედიის ცნობით, დაკავებულებიდან ექვსი რუსეთში დაიბადა, მეშვიდე კი საქართველოდან არის.ყველა ბრალდებულს კავშირი აქვს ჩეჩნურ თემთან.


