Accentnews.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს

28/04/2021 06:38:05 საზოგადოება, რეკლამა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2 ქუჩის: რეკვავასა და აკაკის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მათი საერთო სიგრძე 2.2 კმ-მდეა და ჯამური ღირებულება 3.2 მლნ. ლარს შეადგენს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 2 ქუჩაზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ფოთის წმ. გიორგის 1.5 კმ-იან ქუჩას, ღირებულებით 1.6 მლნ. ლარი და ჭავჭავაძის 3.5 კმ-იან ქუჩას, რომლის ღირებულება 2.9 მლნ. ლარამდეა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

საერთო ჯამში ქ. ფოთში 4 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S