ლავროვი: "სააკაშვილმა მედვედევი-სარკოზის შეთანხმებიდან საკვანძო დებულებები ამოშალა"

28-04-2021 13:04:40 კონფლიქტები ,პოლიტიკა

"ერთის მხრივ, დონბასის, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციებს შორის ანალოგიები არსებობს, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებაც", - თვლის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

როგორც მან "РИА Новости"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "როცა სააკაშვილმა ცხინვალის მიმართ, იქ მყოფი სამშვიდობოების, მათ შორის რუსების მიმართ აგრესია განახორციელა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ გაფორმებულა იმგვარი შეთანხმებები, რომლებიც მინსკის ღონისძიებათა კომპლექსის ანალოგიური იქნებოდა".

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ხელიც კი არ მოწერილა, არამედ უბრალოდ განხილულ იქნა მედვედევ-სარკოზის დოკუმენტი, რომელიც მთელ რიგ ნაბიჯებს ითვალისწინებდა, თუმცა არ იქნა ხელმოწერილი საქართველოს მიერ. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგველაპარაკა მოსკოვში, სარკოზი თბილისში გაემგზავრა, რათა სააკაშვილისგან ამ დოკუმენტის მხარდაჭერა მიეღო. სააკაშვილმაც ხელი მოაწერა, თუმცა შეთანხმებიდან საკვანძო დებულებები ამოშალა. სარკოზი შეეცადა, ეს კომპრომისად წარმოეჩინა, თუმცა ეს ნათელი იყო ყველასთვის. ის ქაღალდი იწყებოდა ფრაზით, პრეამბულით – "რუსეთის ფედერაცია და საფრანგეთის რესპუბლიკა, იღწვიან რა სამხრეთ კავკასიაში ვითარების ნორმალიზებისთვის, სთავაზობენ საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შემდეგს: ცეცხლის შეწყვეტა…". აი, ეს "ქუდი" სააკაშვილმა მოშალა და გამოვიდა უბრალოდ პირველი პუნქტი - ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ გაგრძელება. მას შემდეგ დასავლეთი ჩვენგან ამ შეთანხმებების შესრულებას ითხოვს», – განაცხადა ლავროვმა.

დონბასის შემთხვევაში კი, მისი თქმთ, ვითარება განსხვავებული იყო: "მინსკის 17-საათიანი მოლაპარაკებები "ნორმანდიული ფორმატის" ლიდერების მონაწილეობით დასრულდა შედეგით, რომელიც ორ დღეში ცალსახად იქნა მხარდაჭერილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ და აღინიშნა, რომ იგი უნდა აღსრულდეს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები