ივ.ბოკერიას ჰოსპიტალში  კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრი გაიხსნა

28-04-2021 14:03:14 საზოგადოება ,რეკლამა

ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა და პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მკურნალობას შესთავაზებს.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოვიდის შემდგომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის ცენტრში კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

გარდა ამისა, ცენტრი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ შესთავაზებს თერაპევტის მომსახურებას.

ევექსის ჰოსპიტალური ქსელი მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს ქუთაისსა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები