15 მაისის ჩათვლით სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე სამუშაოების წარმოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

28-04-2021 16:08:53 საზოგადოება ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ76+126 - კმ76+500 გამავალ მონაკვეთზე წყლის აცილების მიზნით საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 14 აპრილი თუმცა, პროექტში ცვლილებების გამო, მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 15 მაისამდე და შესაბამისად, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები