პაპუაშვილი – ხაზარაძის ინიციატივაზე: “შემოგდებული საკითხია”
28/04/2021 12:42:38 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი “შემოგდებულ” საკითხს უწოდებს “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, 2020 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შეიქმნის თაობაზე.
“ეს არის ახლა შემოგდებული საკითხი, რომ კიდევ გადაიტანონ თემა. სინამდვილეში არ უნდათ შეასრულონ შარლ მიშელის შეთანხმება. ეს არის თემის გადატანა სხვა საკითხზე, თითქოს რაღაც ალტერნატივები აქვს ამ საკითხს. ყველაფერი გასაგებადაა შარლ მიშელის დოკუმენტში, იქ იყვნენ, კვირები გაგრძელდა ეს შეთანხმების საკითხი, წერა-კითხვა ყველამ იცის, ხელი ყველამ მოაწერა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.


