
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს
29/04/2021 05:32:34 კავკასია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს.
როგორც ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საუბარი ასევე შეეხო ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან გენოციდად მოხსენიებას.
„თურქეთის მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს თამაშობს ომის შემდგომ პერიოდში რეგიონში. ხოლო ბაიდენის სიტყვები ქვეყნის ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ შეშფოთებით მიიღო“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, ბლინკენთან საუბრის დროს ალიევმა ყარაბაღის საკითხზე ისაუბრა და ყურადღება სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
თავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ ბლინკენმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დიდი ხნით მოგვარდეს პოლიტიკური შეთანხმებით, რაც აშშ-ის სახელმწფო მდივნის თქმით, ხელს აძლევს რეგიონში მცხოვრებ ხალხს.